Thursday, March 22, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა


პროექტის სახელწოდება: ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეისწავლონ ძველი ქართული ასოების მოხაზულობა, შეძლონ წერა–კითხვა ნუსხურად და ასომთავრულად. გაეცნონ ძველ ქართულ ხელნაწერებს, წერის ტექნიკასა და საშუალებებს ძველ საქართველოში
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ადრეულ ასაკშივე გაეცნონ ქართული ხელნაწერების ნიმუშებს, რათა ჩამოუყალიბდეთ პატივისცემისა და სიყვარულის განცდა ეროვნულ ფასეულობათა მიმართ.
პროექტის მიზნები და შედეგები:
ეს პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს: მოისმინონ საინფორმაციო ტექსტი (ამ შემთხვევაში თვალნათლივ დაინახონ ისიც, რის შესახებაც მოისმენენ ინფორმაციას; დასვან კითხვები მოსმენილის (და ნანახის) უკეთ გასააზრებლად/ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება მიღებული ინფორმაციის მიმართ; გარდა ამისა, ეს პროექტი მათ დაახლოებაშიც, შესაბამისად, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაშიც დაეხმარება; ამასთან, გაუჩნდებათ საკუთარი დამოკიდებულებები ნანახის მიმართ.
მონაწილეთა ასაკი: 10–12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები თავად, დამოუკიდებლად, ძველი ხელნაწერების ანალოგიით, ნუსხურითა და ასომთავრულით შექმნიან ხელნაწერ ტექსტებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ფურცლები, კალმები, ტრანსპორტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავი, ფოტოაპარატი, ფორმატები
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
კლასში შეირჩა თემა პროექტისთვის: ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ;
მოსწავლეებმა შეისწავლეს ნუსხური და ასომთავრული ასოები, კითხვა და მოხაზულობა;
ჩამოყალიბდა საპროექტო ჯგუფები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
ერთ ჯგუფს დაევალა მოეძიებინა ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირები და მოეპოვებინა ის კლასისთვის;
თითოეულ ჯგუფს დაუროგდა განსხვავებული ხელნაწერი, დაევალა მისი გარჩევა, წაკითხვა და ნუსხურითა და ასომთავრულით გადაწერა
კლასი ავტობუსით ეწვია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, დაათვალიერეს ხელნაწერები,
ერთ ჯგუფს დავალებული ჰქონდა ცენტრში სტუმრობის ფირზე აღბეჭდვა, მეორე ჯგუფის წევრები თავიანთ შეფასებასა და ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ რვეულებში.
მოსწავლეები ფორმატებზე აკრავენ თავიანთ გადაღებულ მასალას, იქვე წერენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და აკრავენ კედელზე.
მოსწავლეები, ასევე,  საკუთარი ხელით ამზადებენ ხელნაწერებს და მათაც, ასევე ათავსებენ ფორმატზე, კედელზე გასაკრავად.
კლასში ეწყობა მათ მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია.
მოსწავლეები თავად აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.
მომზადებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: დაეხმარება მიაღწიონ სტანდარტის V.1 – VI. 1 გათვალისწინებულ  კრიტერიუმებს
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნათია ნაფეტვარიძე, სსიპ თბილისის 161 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiasul139@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი (ბლოგი):http://natianapetvaridze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment